ამაგდარი წინაპარი


გზაზე არ გადემეღობო,
გთხოვ, არ აიკიდო შარი.
ფრენდი უფრო მეტი არის,
არ მყავს ბევრი მიმდევარი.

ვწერ, არავინ არ კითხულობს,
ქიბორდია ჩემი ქნარი.
ვპოსტავ, რომ დამავიწყდება
ეს იქნება სახსოვარი.

დაფიცება არ მჩვევია,
თუმც მეცა მყავს საფიცარი.
სამშობლოა ის, ვინც გიყვარს
და არა ზღვა, მთა და ბარი.

თოვლს და წვიმას მირჩევნია,
თბილი ქარი ბობოქარი,
მგლობას, მტაცებლობას მიჯობს,
ვიყო მეამბოხე ცხვარი.

ხელში თოფი არ გჭირდება,
რომ გიწოდონ მეომარი.
ამხანაგი ბევრი არის,
ცოტა არის მეგობარი.

ბედნიერებაა, როცა
გყვარობს შენი მონაგარი.
დრო გავა და შენ გახდები,
ამაგდარი წინაპარი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი