უმარტოვესი


მარტია მარტო როგორც მოცარტი
ხატი სამების ხატავს ტაეპებს
დამეძებს სიზმრად ავრორას ლანდი
წადი ნუღა ჰკლავ სულის სახებებს

ვიღაც სიოებს არხევს ნაწამებს
მუდამ ჭრილობებს სერავს ყოველი
მზისთვის რექვიემს ექოდ მღაღადებს
სტაკატოებად ყრუ ბეთჰოვენი

თქვენთვის ყოველგან იყო გრძნობები
ის ერთი მაინც მეგრძნო როგორღაც
სანამ ერთს მაინც მე ვენდომები
განთიადის ხმას ვიცნობ უეცარს

რატომ წვიმს ცისფრად ციფრების კოცნა
მარტოობს მარტი საბნებს ააბნევს
ვიცი აამღვრევს სიზმრების წოლა
სიმარტოვისთვის მარტის დარბაზებს


მარტია მარტო როგორც მოცარტი
ვარდი ნათებებს წვიმით დაეძებს
და ხმოვანებებს ჯვრისგან მონაკრთი
სხვა ყვავილებთან მარტებს იმეტებს
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი