მზეეზოვე


ახლა ცა იწვის როგორც სანთელი უსიტყვობაა ჩემი მფარველი დაკარგულ ღმერთი არსებობების ვით ცეცხლიანი ანგელოზების. უსიცოცხლოა ფიქრნი უვიცი უსიკვდილოა ყვავილთა ფიცი ჩემ ენდემური ულანდესი გზა უყვითლესი და უნეტარესი. ვერ მონაფერ მოზაიკა  ჯერ ფოტონი უმკვიდრესი უარსობის ზღვობა ხვნეშა უმჟავესად უტკბილესი. ფერ უმანკო ცამ აიკრა მზე ობოლი უმდიდრესი უდროობის თრობა გზნება უმწვავესად უსიზმრესი. არსაიდ გლოვა ყვითელ ეტლების დარუდგომელი ზიარებების თვით ნამზეური მყინავ გემების მიმოფენილი ციურ გენების. სქემა ბერების ანაფორების მზის და დოზები უარსობების უმგზავრო ციდან უმტევნეს კვირტად უალერსობის ჟრჟოლვა უმწვესი.ატმოსფერება დაღლილი ატმის უკიდეებში კვამლთა კიდება უსიკვდილო ჟამს მხოლოდ ფერების უსიცოცხლობის მცხრალი ვედრება. სამ მეეზოვემ შორი ვაზნებით წრთობით მხურვალე ფრთები ბასრებით და პანთეონთა  თანამგზავრებით ვით ნინევია მუხამბაზებით. გვედრებ მეეზოვე ცაზედ იოცნებე მე კი მიმაფიცხე ლალნი მე მესროლე ქარით წამიყვანე მზეა სააკვანე მასზედ გარდვიცვალე გთხოვ კი მეეზოვე ცად რომ ამიყვანე შენი მოთაყვანე სამად არს სავანე შენთან მოელვარე მტვერი თავმყოვარე ფოთოლთ შეგიყვარე ასე მგლოვიარე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი