უერთმანეთოდ


და  ბოლოს, მაინც შევხედავთ ერთმანეთს,
ჩვენ წინ გზებია, ხვეული გზები.
რომ არ მიყვარდე და რომ არ მწამდე!
ამ უშენობას ვერ გავუძლებდი. 

თუ ღმერთის ნაცვლად კვლავ შენ გიწამე,
რა ვქნა, უშენოდ თუ არ მწამს ბედის?
ნაცრისფერ პერანგს ჯერ კიდევ შერჩა,
სურნელი შენი ხვეული თმების. 

ისევ მალულად კითხულობ ლექსებს,
თითქოს შენ ტკივილს ვინმე შეამჩნევს.
და უმიზეზო ცრემლით ასველებ
წიგნში დამალულ, გამხმარ კესანეს. 

ჩემში დაკარგულ გიბრუნებ წამებს,
სულ სხვა გიკოცნის თვალებს ნაფერებს.
რა პასუხს გავცემთ იმ თეთრ ღამეებს?
უერთმანეთოდ, ერთად ნათენებს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი