დრო და ადამიანი


"ცალსახად ვერაფერს იტყვი, ადამიანი ქმნის დროს? თუ დრო ადამიანს? - იქნებ არც ერთი იყოს ჭეშმარიტი და არც – მეორე."

- ერთი მედლის ორი მხარეა, უმჭიდროვეს კავშირში არიან ერთმანეთთან და მაინც, რომელი მათგანია სწორი?

"2010 წელი იყო - 9 წლის ვიყავი ეს თემა, რომ სულ გონებაში ჩამესმოდა და მახსოვს ახლად მოდიოდა ზაფხულის თბილი ჰაეროვანი სითბო და უბრალოდ მუზა მოვიდა და წერა დავიწყე შეუჩერებლად ამაყი ვარ დღეს, რომ თქვენც გიყვებით ჩემს პატარა ისტორიას - იყავით ისინი "ვინც ხართ," და ნუ შეეცდებით იყოთ ისინი "ვინც არ ხართ."

"აქვე მსურს ჩემი პატარა ლექსი ჩავსვა სანამ თემა დაიწყება:
ახლოს ყოფნა ადამიანებში ყველაზე მეტად ვაფასებ ხარისხს, რომელსაც ვეძახი: „რაც არ უნდა იყოს“ - ასეთი ხალხი რეკავს - რაც არ უნდა იყოს - სიყვარული - რაც არ უნდა იყოს, ისინი ეხმარებიან.

პასუხისმგებელნი არიან თავიანთ სიტყვებზე - ახლოს დარჩი, გთხოვ."

ეს ისეთი ღრმა ფილოსოფიური საკითხია, ჩემმა მოკლე ჭკუამ, იქნებ, ვერც კი შეძლოს მასზე რაიმე ფასეულის თქმა, მაგრამ, ბოდიშის მოხდით, მაინც დავფიქრდები და ჩემი “სიბრძნის” ერთ-ორ მარცვალს მაინც გესვრით.

დრო - ადამიანი & ადამიანი - დრო

დრო პირობითი ცნებაა და ჩემი აზრით, არ შეუძლია მას ადამიანის შექმნა პირიქით, თავად ადამიანი ქმნის ყველაფერს, რაც სჭირდება, მათ შორის დროსაც: ადამიანმა შექმნა კანონები, ადამიანმა გამოიგონა მეცნიერება, ადამიანის წარმოსახვის ნაწილია თვით რელიგიებიც, ენებიც და სხვადასხვა ნაციონალური იდენტობის გათვალისწინებით: “ღმერთი რომ არ არსებობდეს, ადამიანი გამოიგონებდაო” – ნათქვამია ასეცაა, განა არა?
ადამიანს სჭირდება საწყისი წერტილი, მიზანი, რომლისკენ სვლასაც იგი შეეცდება ამ შემთხვევაში ეს მიზანი, მამოძრავებელი ძალა - ღმერთია, ღმერთი ჩვენს ცნობიერებაში არსებობს, ჩვენი წარმოსახვის ნაწილია, ღმერთი ყველაფერია და ყველაფერი ღმერთშია: ღმერთი სიყვარულია – ანუ ღმერთი ძალაა, ღმერთი ადამიანის წარმოსახვაში ყოვლისშემძლე, ზებუნებრივი ძალაა ეს ის ძალაა, ის ულევი ძალა, რომელიც ადამიანის მამოძრავებელი გამხდარა.

ჯემალ ქარჩხაძის “ანტონიო და დავითში” შევხვდებით დიალოგს მსგავს თემაზე. დავითი ანტონიოს ჰკითხავს: “ცოდნა სად მაქვს? – ანტონიო პასუხობს: “გონებაში,” “გონება?” – “სულში,” “სული?” – “რწმენაში,” “რწმენა?” – “ღმერთში,” “ღმერთი სადღაა?” – “ღმერთი ყველაფერია, რასაც ხედავ და რასაც ვერ ხედავ.”

ღმერთი ჩვენს წარმოსახვაში ყველაფრის თავი და ბოლოა, ღმერთია საწყისი და ღმერთია დასასრული ყველაფერს, რისი ამოხსნაც ვერ შეძლო ადამიანმა, ღვთის სასწაული “ღმერთი“ უწოდა ღმერთი ისაა, რისი წარმოდგენაც არ შეუძლია ადამიანს ღმერთი – ეს ის უდიდესი გამოცანაა, რომელიც ადამიანმა ვერა და ვერ ამოხსნა, თავის დღე და მოსწრება ცდილობს, მაგრამ ამაოდ ვერც ამოხსნის რატომ? - იმიტომ, რომ ადამიანს საკუთარი თავი ვერ შეუცვნია, არ იცის ვინ არის, კარგად რომ დავფიქრდეთ, რა არის სამყარო? - ამაოებაა და მეტი არაფერი, უტოპიაა ის ძალა, რომელსაც ჩვენ პირობითათ ღმერთს ვუწოდებთ, მარადიულია, არც იწყება და არც მთავრდება, უბრალოდ არის და არის.

ადამიანი მთელი თავისი შეგნებით ისწრაფვის მარადიულობისკენ და საკუთარი ადგილი ვერ უპოვნია ამ  წუთისოფელში და ცდილობს, ამოხსნას უდიდესი გამოცანა: ვინ ვარ მე? –  თუ ადამიანი შეძლებს ამის გაგებას, მაშინ იგი მიხვდება თუ ვინაა ღმერთი.

იმავე ჯემალ ქარჩხაძეს თუ მოვიშველიებთ, “ზებულონში”, ზებულონი რას სთხოვს იოველ ბატონიშვილს? - თავის წარმოსახვაში, ოცნებაში, მან ყველა ენა იცის, ბუნებისაც ესმის, მაგრამ ვერ ამოუხსნია საიდუმლო – რა არის ადამიანი? - იგია დროის შედეგი, თუ მანვე გამოიგონა დრო?

მეორე მხრიდან თუ შევხედავთ საკითხს, მაშინ შეიძლება  ისიც ვთქვათ, რომ დრო ქმნის ადამიანს დროის განმავლობაში ვითარდება ადამიანი, უვითარდება როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი შესაძლებლობები, მაგრამ თუ დრო ადამიანის გამოგონილია, შეუძლია ადამიანს მისი შეჩერება? - მე გეუბნებით – კი! შეუძლია ყველაფერი იწყება და მთავრდება ასევეა დროც, მაგრამ წარმოიდგინეთ სამყარო უსაზღვრო, უკიდეგანო სივრცე, ჰორიზონტივითაა, უახლოვდები – გშორდება და რაც უფრო ცდილობს ადამიანი სამყაროს საიდუმლოს ამოხსნას, მით უფრო დიდ სასოწარკვეთილებაში ვარდება და მიდის დასკვნამდე, რომ სამყარო ერთი დიდი ამაოებაა.

"მისმინე - თუ იმ პასუხს მივიღებ რაც მინდა ეს ისტორია ისე დამრთავდება, რომ დაწყებას ვერ მოასწრებს, რა არის ეს?" - "სიყვარული," ეს პასუხი თავად ღმერთია და ჩვენი სიყვარული აძლევს ადამიანებს თავდაჯერებასა და მიზნის დასახვაში.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი