ყოველთ-დღიური #7


სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი 

-კლარა ! როგორ გაბედე ჩემი მიტოვება, თითქო სამყოფელი ობოლია შენ გარეშე, ან შვილმკვდარი დედის მსგავსად გლოვობს მარტოობას ! ო , ღმერთო, ერთო ! აბსოლუტო ყოველთა, რად შემიქენ საქმე ასრედ, რად დამანაცრე მე უბედური შვილი შენი...კლარა ! ჩემო მწყაზარო უშნოთა და უსახურთა მხარეში, ჩემო ერთადერთო სულის სალბუნო... რად უკუ მიკრა პირი ყოველმან, რაღა დამრჩენია ავად სახსენებელს...

-გოჭის ყურები მინდა, შემწვარი, ლუდს უხდება

-ახლავე მოგართმევთ...

-ყოველდღე ასე მოდის და ტირის არა?

-დიახ, რიტუალად ექცა.

-სხვისი ტრაგედია კაცის თვალში მაინც პათეთიკური სანახავია, როცა ეს პათეთიკა ცრემლებად წარმოაჩენს ხოლმე თავს საზოგადოდ, რავიცი... მე ასე მგონია.

-შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ ,როგორც ამბობენ სხვის ომში ყველა ბრძენიაო.

-ეგეც მართალია, თქვენი ჭკუის კაცი აქ რატომ მუშაობს,რატომ იღებთ შეკვეთებს  ყოველი მეორე მოხეტიალესგან.

-ხომ თქვეს უკვე, სხვის ომში ყველა ბრძენიაო.

ჰი-ჰი ! 

-რაც არ უნდა ვილაყბო, გულს მაინც მტკენს მისი დანახვა, ცოლია ხომ ალბათ ?

-უღლის გამწევი წლების წინ განეშორა მიწას.

-კლარა, რატომღაც პირველად გავიგე ეს სახელი.

-ჰო, კლარა მის კატას ერქვა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი