ყოველთ-დღიური #8


სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი 

-ეს რა იხილა უღირსის ხედვამ , აღსარებას მივაშურე, ეგღა მეჩვენა უძლურის მხსნელად, საზარელი ვიხილე თავად საზარელმა, მრუშობა ჩემივე მოძღვრისმიერი, მრევლისკენ მიმართული, კაბა ახდილი , სარცხვინელ ხილული. თვალსაც ვერ ვუჯერებ და არც წადილი მაქვს მრწამდეს.განრიდებაზე ფიქრი მიელტვის სიტყვას - მემენტო, მემენტო ,მემენტო ! 

-არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი , ვისაც ტრაგედია გადახდენია უმწეო თავს, ყოველი გამვლელი და , განსაკუთრებით , აქ შემომვლელი გამვლელი ფრიად განსაცვიფრებელი ისტორიით შემოიფარგლება ხოლმე, სანაცვლოდ კი სიტყვიერ ანდაც  სასმლისმიერ თერაპიას ვთავაზობთ.

-რაიმე ორმაგი თუ შეიძლება.

-გოლდენ გრეინს შემოგთავაზებთ, მილედი...

-სულ ერთია, სულს მაინც ვერ გამიმრთელებს, მითოსურ სიყვარულს მეფიცებოდა,როგორც ჩანს არც სულიერი მამები გამოდგებიან ერთგულ საყვარლებად.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი