ალბათ…


ისევ მთაწმინდაზე ვბაასობ ღმერთთან,
მე,განდეგილი და უჩინარი;
მძაგს ეს უაზრო ტკივილი მკერდთან,
ეკლები მერჭობა,რადგან ვარ ნარი.

აპრილის სისუსხე აღვივებს გრძნობებს,
ჭმუნვა-გოდების თავიც აღარ მაქვს.
როგორ გავექცე ასეთ ავ შფოთვებს.
როცა სირბილის ძალაც აღარ მაქვს?..

ლექსების წერაც ვეღარა მშველის,
აღარ არის უებარი წამალი;
ირმის მსგავსი არსება ვარ-შველი,
რომ გზას გაუყვა ესრე წა მალით.

ბურუსი ჩამოწვა,თხელი და თეთრი
და აღარ მოჩანს სივრცის მშვენება;
მე მამოძრავებდა ოცნება,ერთი…
მაგრამ შევწყვიტე კოშკთა შენება.

აღარ ვოცნებობ,გამიქრა წადილი,
მე მივუბრუნდი ძველებურ ღელვას;
ეჰ…ალბათ ბევრი რამე მაქვს ჩადილი,
თუ ასეთია სამყაროს ნება.

მაშ მივუყვები მდინარის დინებას,
იქნებ ცვლილებამ იჩინოს თავი;
ალბათ მზის სხივიც გადმოეფინება,
მჭვრეტელი ვიქნები განთიადის…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი