ბედნიერი ერი


ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
8 კომენტარი
ლუკააამოსწავლე2 წლის წინ

ჩიკ ჩიკი ბუმ

Gio maladoiქურდი2 წლის წინ

06.05.2022 wamebai giorgisai

გიორგი ნაზღაიძეკრისა1 წლის წინ

Gio gio

ნიკა ნებიერიძე- Tate1 წლის წინ

kargi leqsia, tu vigaca ar dagadzalebs rom waikitxo

მარტინ იდენიქართველი1 წლის წინ

ვინც აქ დააკომენტარა ყველა ლეგენდაა ;)

მიამიასაწყალი აბიტურიენტი4 თვის წინ

ქართულის გაკვეთილი დაიძაბა…

Cirekaკაჩოკი4 თვის წინ

სვანი კედლის ხალიჩაზე წამოწვაო.
სვანი უკვდავების წყაროს სმისას დაიხრჩოო.
სვანს ცოლი გაექცევა- ეს გაეკიდება და გაასწრებსო.
სვანს სარეცხის გაფენისას შარვალი ჩაუვარდება და იტყვის კიდევ კარგი ზედ არ მეცვაო.
სვანმა ტესლა იყიდა და გაზზე გადაიყვანა.

kuroveyaრეპერი3 თვის წინ

რუსებს რა?

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი