0 86

სადღეგრძელო


ჰოიდა ნანა, ოჰოუ ნანა,
დედის ტკბილი იავნანა,
ეს პატარა საქართველო
მართლაც რაა ამოსთანა.

აი ჩვენი იმერეთი
იქვე ჩვენი გურია,
მოუსმინეთ კლიმანჭური
რა რიგ საამურია,

აგერ ჩვენი სამეგრელო
აჭარა და სვანეთი,
დიდი მწვანე მინდვრებით
და გოროზი მთა ველით.

სამხრეთისკენ გადვიხედოთ
ჩვენი ტაო კლარჯეთი
დიდი საბა იშხნელის
და ხანძთელის ნაშენი,

ლიხს აქეთაც გადმოვიდეთ
ქართლია და კახეთი,
ხევსურეთი და შატილი
სულ კოშკებით ნაგები,

მთაწმინდაზე მზე ანათებს
აქ ხომ ბევრი გმირია,
აკაკი,გალაქტიო
და მართალი ილია.

მგონი სულ მთლად მოვიარეთ
ეს პატარა ქვეყანა,
მაგრამ ერთი კიდევ დაგვთრჩა
ჩვენი გულის იარა,

აფხაზეთი ეს პატარა სამოთხეა მთლიანად,
მაგტამ ხალხო ნუ მოიწყენთ
და შევავსოთ ფიალა!!!
გაუმარჯოს ცვენ პატარა საქართველოს მთლიანად.
კომენტარები (0)