0 83

ალბათ მძიმეა


####
ალბათ მძიმეა, მოსასმენად უფრო სიმძიმით,
ქარიშხალია. ანგრევს. ღრუბლებს
მიფანტავს.....
ვზივართ სუფრასთან , კუჭ-გამძღარი წარსულს მივსტირით,
ღამეა, მთვარე -შერცხვენილი ღრუბლებში ლანდავს.

მინდა დავიწყო დაგამძიმოთ სიუჟეტებით,
არ შემიძლია პეიზაჟი შევქმნა ფერადი,
ვიღიმით თუმცა შინაგანად სულ ვებუტებით,
ნიღბის ტარება გახდა უფრო მრავალჯერადი .

ვხედავ თვალები ებერება დედას ცრემლებით,
შვილ -მშიერ დედას , უმაკიაჟოს, სახით-გადაღლილს.
როგორც სიცივით მოღუშული ხეზე მერცხლები,
ელოდებიან , გადარჩენას, იმედს-გაზაფხულს.

ბოლო სტრიქონებს მაწერინებს სულის სიმწარე,
გავიმეორებ მოსასმენად უფრო მძიმეა,
სხვისი ტკივილის ატკივება რაც ვერ ვისწავლე
ან ჩემში ცოდვის განკითხვა და შურისძიება.

დავუბრუნდები ამბავს დედის -თვალებ დაბერილს 
მართლა დამძიმდა წასაკითხად ვიდრე -ზეპირი,
ეს დამძიმება მაპატიეთ ალბათ აღელდით
რავქნა ცხოვრება  არ გამომდის ზედაპირული.....

ჯაბა გორგილაძე
01.03.2018
კომენტარები (0)