დიალოგი საკუთარ თავთან


მეზიზღება არეული სამყარო,
თვალებს სილა მერამდენედ ვაყარო?
გავჩუმდე და არ ვთქვა ყელში 
რაც -მახრჩობს,
თუ ვუყურო ატირებულ ჩემ საძმოს?

რახანია მიდის  რწმენის  ბასრობა
სასაცილო გახდა კაცურ-კაცობა.
ჩვენს მიწაზე მე ვარ “შენი”_ებგური,
და ყოველთვის სიმართლის თქმას მემდური. 

მერამდენედ ისმის  ერის კრჩხიალი,
მოაქვს ენგურს ჭრილობები ჩხრიალით.
-საქართველო დაფხვრა, დამიავადდა!
-საქართველო დაფხვრა, დამიავადდა! 

18.02.2018
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი