რა ლამაზია ჩემი სოფელი


***
 

რა ლამაზია ჩემი სოფელი,

სადაც ბუნება დავიმეგობრე...

მე სურნელებას შენგან მოველი,

შენი ალერსი დავაგემოვნე.

ეს ყვავილები შენთვის ხარობენ,

ისმის მდინარის ჩუმი ხმაური.

როს ბულბულები შენ გიგალობენ,

სულ სხვა ფასი აქვს, ხარ სადაური...

ჰეი, ყმაწვილო, შენ ფეხშიშველი

სად გამოხვედი ცვრიან ბალახზე?

მგონი მზის სხივმა შენი მშველელი

ბუდე მოიწყო ყურძნის ლერწამზე.

რა ლამაზია ჩემი ზღაპარი,

გადაიჯვარა ისრად წამწამზე,

ნეტარ ყოფილი ჩვენი თამარი,

არწივად მდგარი მაღლა ხიხანზე...

მესაუბრება ჩუმად ჩიტუნა,

იგავ-არაკებს თავის ენაზე,

მადლობა, გენმა რომ არ მიმტყუნა,

მე ქართველი ვარ! სხვების ჯინაზე!!!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი