მე ხულოელს


***
 

მე ხულოელს არ მეკადრის

ჩუმად ყოფნა, მდუმარება,

სხალთის ველში ნაგორები

განკითხვა და ურჯულობა.

ვერც ვერასდროს დავივიწყებ

წინაპრების ვაჟკაცობას,

დღეს რჯულია ქრისტეს მადლის,

სიამაყე ჯვარად მადევს,

ვერც რწმენაში სიტყვას გავცლი,

არც ურჯულოს დანით დავდევ,

ის ვიცი და გენად ვთესე:

ქართველი ვარ _ სხალთის შვილი

და თუ დღეს მე რაც დავთესე,

ისევ ჩემთვის სულის საზრდო,

ის ტკივილი ვიტკივილე,

რაც რწმენისთვის უტკენიათ,

ის სიმღერა წავიმღერე,

რაც ქვეყნისთვის უმღერიათ,

მე ქართველად ჯვარი ვიცი,

ქრისტიანი საქართველო,

სხვა ქვეყანა არ მინახავს,

ან სხვა რატომ ვასახელო.

გამიგია, წამიკითხავს,

სისხლი ჩვენი მდინარეში,

მიტირია, მიფიქრია,

წარმომიდგა დანა ყელში...

ჩვენი რჯულის დასაცავად,

ჩვენი სულის სალოცავად,

ჩვენი ქვეყნის სიყვარულში,

კითხვა დამრჩა ისევ ჩემში.

რა რჯული და რა ქაოსი,

ან ვისი რწმენის გმირები,

დღეს იმ რწმენას განვადიდებთ,

იმ წინაპრის შვილები,

რის სანაცვლოდ დანა გულში,

დაგვიხოცეს შვილები,

სამასი წლის ჯოჯოხეთში

მონებივით გვაცხოვრეს,

არც არასდროს დავდუმდები,

ვერც ღიმილი დამახლის,

როცა ჩემი წინაპარი

სისხლს იდენდა დანა-ხმლით.

მე სხალთაში დავიბადე,

იმ წინაპრის შვილი ვარ

და ყოველთვის ვიამაყებ,

მათი გზით რომ მივდივარ.

ვიცნობ მე იმ საქართველოს,

დავითისა, თამარის,

ქრისტეს ჯვარით ნაქართველებ,

გლეხისა თუ თავადის.

ხულოელი ქართველი ვარ,

ჩემი ნენეის კალთაში

ბაბუ ყურანს კითხულობდა,

მე ჯვარს ხელით ვიჭერდი,

მოლა ლოცვას დაიწყებდა,

მე ფსალმუნებს ვიღებდი,

ბებო  მჭადზე ჯვარს აკრავდა,

ლოცვას მერე იწყებდა,

მე წარსულში გადავარდნილს

დიდი ნენეი მიმზერდა.

რომ აქ სხალთას ქართველები

სანთელს ხატებს უნთებდნენ,

შვილებს ისე აძინებდნენ,

საგალობელს უმღერდნენ.

ქრისტიანი ქრისტეს მადლით

ხიხაძირის  ნატაძრალს;

მე იმ მადლის მნახველი ვარ,

რომც მეძახდნენ ნათათრალს,

იარსებებს, არ მოკვდება

ჯვარი, მადლი მზიანი,

ჩემთვის ერთი სამშობლოა

საქართველო მთლიანი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი