ბუნდოვანი გახელება..

მკვეთრი ალმურით გაკვალული ტევრის ბილიკზე,
მთვარის სანთელი დაიფერფლა ნაკვერჩხალებად... 
მშფოთვარე ღამის, მღელვარე ოხვრის, მშრალმა ტალღამაც
გათენებამდე არ მოირგო თვისი ავშარა...

ზღვის შესადარი მომწამვლელი ფიქრების დოზას, 
გათეთრებისას მირეგულირებს მზის ლაღი სხივი...
და თუ მზემ კონკრეტულ დღეს პაემანზე დამიგვიანა, 
თეთრსაც მიწამლავს, შავის მსგავსად,  მტარვალი ფიქრი...
 
მხოლოდ გრძნობაი ურყევისა ეფერება სუსხიან მხლებლებს, 
ყინვად ეულად დარჩენილი უფოთლო ხისა... 
მხოლოდ განცდები ფესვშეზრდილი თბილი მიწისა,  
დაუცხრომელი სიცოცხლის ჟინის გადმონაშთისა..