გრძნობის იუდას მეტამორფოზა...

მეტამორფოზა ეახლა სტუმრად, 
ჩამოუშალა გულის  კარები... 
გაურბის სული ფერისცვალებას 
და სხვის "მე"-ში იწყო უმალ წრიალი...

გრძნობით უძღები პროტოტიპია
და ქვაკუთხედად უდევს ტრფიალი... 
თვისი ფსიქოზი პარადოქსია... 
და სიყვარულია მკვებავი ცეცხლი!

ჰო, თვითონ არის, ალბათ, იუდა...
თან რომ უყვარს და თან რომ არ უნდა, 
ღვთიური გრძნობის სახლობა მასში 
და არცა სტატუსი ღალატის სკვერში...
 
მსხვხვერპლი ბევრი ჰყავს უპასუხო მიჯნურთა გრძნობას...
გული მიკვდება, რომ ვიხსენებ, შენც ხარ მათ შორის... 
ჩემი კვდება და შენი იქცა ნამსხვრევად, ფერფლად...
რომ ვეღარ გაუძლო სიმხურვალეს დამდაგველ ხანძრის...