მიყვარხარ!

რა უჩვეულო ფერი აქვს ამ დღეს... 
ცის ლურჯი კამარა , ლუმინესენცია... 
მიყვარხარ ციალის ფერების მიღმა! 
ჩვენი სიყვარული ბევრად ფერადია...

შეველაციცები ვარსკვლავთ შენი ტრფობით, 
შენი მონატრება გონსაც მომიწამლავს.... 
ვარსკვლავნი შენად მესახებიან 
და შენი სუნი აქვს კვლავ გაზაფხულსაც...

მე - ზღვის შვილიშვილი შენს ტალღებს ვეტრფი, 
შენი ზვირთები ბევრად მღელვარეა.. 
გავცვალე შვილიშვილმა მისი სილაჟვარდე, 
შენს წყალში სუნთქვა დამილამებია...

მიყვარხარ, ისე, რომ ვერვინ შესწვდება, 
გაიგოს რა ღრმაა ჩემი გრძნობის ზღვა.. 
დაუშრობელი სიცოცხლის გუბე, 
შენი სიცოცხლით გადაიჟღენთა... 
 
ჩვენ კიდევ ჩვილნი ვეტრფოდით ერთურთს
და უსასრულომ დიდი გზა განვლო... 
გზას ბოლო არ უჩანს, გრძნობა მარადია, 
დაუსრულებელი - მზის გაღმა სახლობს.. 
 
ოდეს ჩაქვრება მზის სიკაშკაშე, 
ოდეს დაშრება ყოველი წყალი! 
მაგრამ გრძნობანი დაუცხრომელი, 
მარად ისუნთქებს უკვდავის ხვედრით!...

ამ დღის ფერებმა სითბო ჩამაცვა,
სევდის ყინული გამილღო სულში...
შენი პერანგი მოვიცვი მთვარით... 
და ჩაგიხუტე, ჩაგიკარ გულში...

შენი სუნი აქცს გამოღვიძებულს, 
შენ აფერადებ ცას უფერულსაც... 
შენი ლაჟვარდის სულის კრისტალი, 
ჩაუცვამს კამარას სანატრელ კაბად...

მიყვარხარ - გეტყვი და ვიცი, გაიგებ! 
მე რომ ცას ვუყურებ, შენს თვალებს ვხედავ... 
ჩვენი სიყვარული ისე ძლიერია,
ვერ შეგვედრება მთვარის და მზისაც!...