ჩემს გალაკტიონს...17 მარტი....

თანდაყოლილი დაფნის გვირგვინით, 
ზეციურ ნიჭით სეირნობდი კაცთა მიწაზე... 
გრძნობდი სხვა იყავ, არ იყო ღირსი
ცოდვილი მიწა  შენი, სხვათაებრ...

სწორედ ამიტომ გაეყარე სულით სხეულსაც, 
შეისხი ფრთები და ფანჯრიდან იწყე სივრცისკენ ფრენა... 
მხდალნი სიმხდალეს დაგზრახავენ, იტყვიან უკადრებლსაც, 
თუმცა, მე მჯერა, იგრძენ სულის ხმა და მოუწყვე სხეულს გარდაცვალება...

იმ დღის რბილ ნათელს ფერი ემღვრეოდა...
საათის ისარი 6ისკენ ილტვოდა.. 
შენ - მომლოდინე,  მორჩილი  ქროლვის, 
ელოდი წამს და სხეულის კვდომას!...

უსამართლობით დაღალული გულის ფეთქვის რიტმს, 
უკანასკნელად უგდე ყური ამ ბინდისფერში... 
იგრძენ, რომ სიცოცხლე ლექსით სუნთქავს
და გემო უსინჯე ამოსუნთქვას სხვა სამყოფელშიც...
________

17 ნოემბერს წამისოფელს გაუსინჯე გემო... 
ვერ შეეგუე განსხვავებებს შენ და სხვებს შორის...
17 მარტს დაისახე სხვა გზით რომ გევლო, 
სადაც შესძლებდი ზიარებას ჭეშმარიტების...
__________

დროის ჯალათმა სანანებლად მოუქცია ბევრს შენი კვდომა... 
მისალმება რომ დამშვიდობებას ვერ მიამსგავსეს...
თუმცა, ვინ იცის, იქნებ ბოღმისგან გაეხრწნათ სულიც, 
რომ უკვე გარდაცვლილს უფრო მეტად განგადიდებდნენ...