გაზაფხულის დიადემა!

ჩემში აყვავილებული აპათიის მლაშე სურნელი, 
დროის ჯალათმა ეშაფოტზე გადაიყვანა...
ახლა ყლორტს ისხამს ჩემი სულის აპათეოზი 
და ბედის რისხვანნი ტკბილი სურნელით გადაიწამლა..

ფეხქვეშთელილი დარდის ბილიკებს გადავუხვიე, 
მწვანე ალმურის ელფერებით დავათვრე თვალნი.. 
ამ უმზეო დღის ღრუბლიან სცენას ძლიერ შეშვენის, 
აკომპანიმენტად გაჟღერებულ ფრინველთ ჟღურტული..
 
ყოველ სეზონს აქვს საკუთარი ტრიუმფის ნოტი, 
ერთურთის მარცხით რომ იწყება მათი ნარნარი.. 
ახლავს ვივალდის აჟღერებულ სეზონთა ლხენას
შოპენის ვალსის ჟღერადობის სევდის ფარფატიც..

________

ბინდისფერიც იხსნის ხოლმე თვის დიადემას...
გაზაფხულმა მაინც შეძლო ელფერთ ფრქვევა, 
შიგადაშიგ კი ცოცხლდება ისევ დარდი,
თუმც, ვიცი, რომ ამ გაზაფხულს შენც ხარ ჩვენთან...