დედაენის აკროსტიქი.

ა რ უარსებია ქვეყნად უფრო დიდ
ბ რძენთ და მოყვარეთ, ვიდრე ქართველნი!
გ მირთა სამოთხე თუკი არსებობს,
დ აარსებულა ალბათ ქართველთვის!
ე რთხელაც გავიხდით სისხლის სუდარას,
ვ ინძლო შეწყვიტოს მტერმაც მუქარა!
ზ ენაარ სხივნი გზებს რომ გვინათებს,
თ ეთრად შევღებავთ სულის სისხლდენას!
ი ესო ქრისტემ ნაწამებ სისხლი
კ ვართს შეატოვა და ცად ამაღლდა!
ლ ოცვა-კურთხევით ჩვენი სამშობლო
მ არად სისხლშრობით ფეხზე ამდგარა!
ნ უ შევშინდებით თუ ბედმა გვსერა,
ო დეს იბრწყინებს მუდამ ივერი!
პ ურიც გვაქვს, ვაზიც, ქრისტეს სისხლ-ხორცი,
ჟ ამიც ვერ გვსანსლავს, გვმფარველობს მშობელი!
რ აოდენ ხშირია ძარღვში წითელი
ს ისხლის ჩანჩქერი ქართველის 
ტ ანში!
უ ფრო წითელი, ვიდრე სხვის შვილის, 
უფრო მჩქეფარე, ვიდრე სხვის ხორცში!
ფ იქრი და დარდი ყველას ერთი გვაქვს, 
ქ ვეყნად არავის რომ არ აქვს მსგავსად,
ღ ონემიხდილი სამშობლოს ველი
ყ აყაჩოსფერმა რომ არ ჩაიკრას...
შ იშის გრძნობები დაგვიხშო წარსულმა
ჩ ვენმა სამშობლომ ტანჯვა ითმინა!
ც რემლები გმირშვილმკვდარ დედას, 
ქართველობამ რომ შემოაწმინდა,
ძ ირში გადგმული ფესვების როკვას 
წ არსულის სისხლმა ვერას დააკლო!
ჭ აღარა სამშობლო ჭრილობებს იშუშებს, 
ხ ნიერ გულსაც რომ სიცოცხლე ათრობს!
ჯ იშში გვაქვს დაუცხრომელი
ჰ აერად ჩვენი სამშობლო,
ღმერთო, მადლობას წამიდან გწირავ,
როს ქართველობამ ყოფა ამივსო!