გოდოლი.

თხემით ტერფამდე მარადიულს გადაჯაჭვულნი
მეტაფიზიკის მეტამორფოზას უქსოვენ ფარდას..
გრძნობის კერპები სამარადჟამო ქნარის ნარნარზე,
ნიშანსვეტს აგებენ გოდოლოს მსგავსად. 

თუმცა,ბაბილონს მე არ ვგულისხმობ,
მე ხომ ვახსენე - მარადიული! 
გრძნობის კერპების ქნარის ჰანგებმა, 
მე მომაგონა - გალაკტიონი!...

და გამიელვა რუსთველმა, ლადომ
ტიტემ,ტერენტიმ, ვაჟამ და ტატომ...
გოდოლს სიმაღლე სიტყვით მოჰმატეს, 
და ჩვენც ვლამობთ, რომ სიტყვები გვანდონ... 

შეუცნობელი ქნარის ჰანგები,
განუზომელი სიმაღლე სვეტის...
ზებუნებრივი მუზის კივილი 
და შეურაცხადი დუმილი გვებრძვის... 

თითქოს, გოდოლის შეცნობით ყველა, 
სარკოფაგს გავხსნით - ფარაონს ვამხელთ...
თითქოს წაკითხვა მათი აზრების, 
სისხლიან ცოდვის მუმიად გვაქცევს...

და, ალბათ, ამიტომ შორიდან ვეტრფით.
შესაბამისად, გვიმონებს ლექსიც...
ჩვენი მუზებიც კოჭლობენ , თუმცა,
მათი მუზები დასია ღმერთის.