არ დაიჯერო


არ დაიჯერო მე თუ გცილდები,
ბევრი რამ დამრჩა შენთვის სათქმელი,
თუ ნაწყენი ვარ ბოლოს მიხვდები,
უშენოდ ვდნები,როგორც სანთელი.

მე შენს გარეშე ტკივილი მიპყრობს,
ჩამომცილდი და კენტად დამტოვე,
შენზე ვლოცულობ და შენზე ვფიქრობ,
მოითმინე და ცოტა მადროვე.

მწუხრივით შემრჩა შენი სახელი,
წლები გარბიან,დრონი მიდიან,
გასავლელი მაქვს შენსკენ გზა გრძელი,
არ მოვიგონებ წარსულს ნისლიანს.

შენზე ფიქრებში ბევრჯერ ვეწამე,
ეგებ მომნახო და შენთან გავთბე,
შენი ჭირიმე,შენი კვნესამე,
ბევრი ვიტანჯე და ბევრი დავთმე.

მძიმედ მომაწვა დარდი ფიქრიანს,
მე არსად წავალ არ მოგშორდები,
აღარ ვიხსენებ წარსულს ბინდიანს,
შენ რომ ვერ გხედავ უფრო ვღონდები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი