სახე კალმით დახატულო


აზარფეშას გიგავს ყელი,
ტანით წვრილო ლერწამისავ,
არ მაკლია ჭმუნვა,ცრემლი,
გევედრები ნუ წამიხვალ.

ქალო მაყვლისთვალიანო,
მთვარისა და მზის სადარო,
სახე კალმით დახატულო,
მარგალიტის შესადარო.

ფიანდაზად დაგეგები,
არ დამტოვო,მარტოდ კარგო,
გევედრები,გეხვეწები,
მეშინია არ დაგკარგო.

აზარფეშას გიგავს ყელი,
დამავიწყე ყველაფერი,
მიყვარხარ და ისევ გელი,
ბოლომდე ვთქვი მე სათქმელი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი