იქ,ბურდიანში


მომაგონდება ბურდიანი და მისი მთები,
გაშლილი მდელო,დაბურული ხეთა შრიალი,
გამახსენდება მივიწყებული ბავშვობის წლები
და მოვარდნილი ხევის წყალის ტალღის გრიალი.

ის ახლაც მახსოვს აივნიანი პატარა სახლი,
მის მოაჯირთან გადმომდგარი დეიდაჩემი,
ჩემი დაც მახსოვს,გაღიმებული თვალებბრიალით
და ახლოს მყოფი შემომყურე მამიდაჩემი.

გახარებული დავფრინავდი პატარა ბავშვი,
თანატოლებთან ვთამაშობდი და ვერთობოდი,
დეიდაჩემის ხმა მიხმობდა შემოდი სახლში,
სიყრმის მეგობრებს დაღამებამდე არ ვშორდებოდი.

მე ახლაც ვხედავ ყველა ახლობელს სასომიხდილი,
ის დრო წავიდა,გამიფრინდა,მწარედ დამშორდა
და ვდგევარ ათხრილ ნასახლარზე გულჩათხრობილი,
თვალწინ ცოცხლდება გალაღებული ჩემი ბავშვობა.

დეიდაშვილებს ახლაც ვიგონებ ნუნუს,ელიკოს,
რა კარგი იყო გატარებული მათთან ზაფხული,
ჩემი თვალები გასცქერიან თითქოს მელისო,
დეიდაჩემის გამომცხვარი შოთი კახური.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი