გულის ძახილი


მძიმე ფიქრებში მომეგუნება,
რომ გავიხსენო შენი წარსული,
ო,როგორ მიყვარს ჩვენი ბუნება,
ჩემი ხალხი და მხარე ზღაპრული.

შორეულ წლებში მტერი გვჯიჯგნიდა,
არ გვაკლდა ომი და შებრძოლება,
მაგრამ ქართველი თავს არ იხრიდა,
მით მწარე არის ეს გახსენება.

ახლაც ბევრი გვყავს,მტერი,მსტოვარი,
ძირძველ ჩვენს მიწებს ძალით გვართმევენ,
აღარა გვრჩება დასატოვარი,
ჩვენს მიწაწყალზე ბალღამს გვასმევენ.

რით ვერ გაიძღე შენი სტომაქი?
ერთმორწმუნე ერს რატომ ებრძვი რუსეთის ჭიავ?
ძალიან ცდები თუ გგონია არ გვყავს ქომაგი,
მაძღარი თუ ხარ რატომღა გშია?

ჩვენი მფარველი წმინდა გიორგი აღმართავს მახვილს
და გალესილ შუბს მცოცავ გველეშაპს შიგ გულში ესვრის,
ჩრდილოეთისკენ გამოგიგზავნით მძორით დატვირთულ მარხილს,
ნუთუ ყრუვი ხარ მეზობელო და აღარ გესმის?

ვერ მოინელე თავისუფლება ჩემი ერისა,
შენ შეგაჩვენებს განგება და ღმერთი მაღალი,
მალე დადგება დრო და ჟამი გადარჩენისა,
და იზეიმებს გამარჯვება და სამართალი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი