აყვავებულა ფშატი


ჭალას აღმოვჩნდი მარტო,
არის სიცხე და ხვატი,
ყვითლად ბიბინებს მდელო,
აყვავებულა ფშატი.

მისი სურნელი მათრობს,
თავს იწონებს და მხიბლავს,
იქვე მოხუცი კაცი,
გადამხმარ ბალახს თიბავს.

გზას მივუყვები ნელა,
მინდვრის ყვავილებს ვკრეფავ,
მზე ჩავიდა და ბნელა,
ირგვლივ ვერაფერს ვხედავ.

შეკრული თაიგულით,
უკან ვბრუნდები ღამით,
ისევ თუ წავალ იქით,
არ დავფიქრდები წამით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი