ჰერი ბიჭო,ჰერიო


ბიჭმა ცეკვა წამოიწყო,
შეეცვალა ფერიო,
ცოტა კი წაიბორძიკა,
მოეღრიცა ყელიო.

ნეტავ ვისი გეხათრება,
არ აგიცდეს ფეხიო,
ვაჟკაცურად მოიქნიე,
ბიჭავ ორივხელიო.

მისკენ გოგო წამოვიდა,
რა თხელია აქვს წელიო,
ციბრუტივით დატრიალდა,
ნაბიჯი აქვს ნელიო.

ჩაუქროლ-ჩამოუქროლეს,
დააყენეს მტვერიო,
ვაჟკაცო ნუ ინაზები,
გაგიფრინდა მტრედიო.

გოგო გულში ჩაიხუტე,
არ გაუშვა ხელიო,
დავიღალე გენაცვალეთ,
ნუ გამხადეთ ყბედიო.

ჰერი ბიჭო,ჰერიო...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი