მონასტრის ზღურბლთან


მონასტრის ზღურბლთან,რომ მივედი დავხარე თავი,
გარეთ მომესმა მომღერალთა ტკბილი გალობა,
მის შესასვლელთან ხელებგაწვდილი მიცქერდა ქალი,
რომ ცოტა მაინც გამეწია მისთვის წყალობა.

თავჩაქინდრულმა გამომართვა რაც მას ვუბოძე,
მე მის თვალებში შევამჩნიე ცრემლის ციალი,
შორს დავინახე მაცხოვარი გაკრული ჯვარზე,
არაფრად მიღირს ეს ცხოვრება და დრო ტიალი.

გულშეძრული და სევდიანი დავბრუნდი სახლში,
ჩუმად მოვედი ჩემს ქუჩაზე წელში მოხრილი,
ფრთხილად შევაღე ჩემი ბინის ოთახის კარი,
რომ დავასვენო სხეული და სული დაღლილი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი