სიკვდილამდე შენ დაგიცავ


შორს წარსულში ვიხედები,
მომენატრა შენი მზერა
და როდესაც დავფიქრდები,
ბეჩავს,ალბათ ეს მეწერა.

მაგრამ მესმის შენი ტკბილი,
კისკისი და ხმათა ჟღერა,
იმედი არ დამიკარგავს,
რომ გამოჩნდე ისევ მჯერა.

შენზე ფიქრმა გამიტაცა,
ამერია მთლად გონება,
უშენობამ დამადნო და
არად მიღირს ეს ცხოვრება.

ხან სიზმარში მელანდები,
მესმის შენი გულის ფეთქვა,
ისე წახველ ვერ მოვასწარ,
ორიოდე სიტყვა მეთქვა.

ვიცი მაინც დაბრუნდები,
მე წინასწარ ამას ვხედავ,
შენს მოსვლას და გამოჩენას,
სიყვარული უნდა ერქვას.

მაშ,სიყვარულს გაუმარჯოს,
წმინდა გულით ამას ვფიცავ,
რომ ბოლომდე დავიხარჯო,
სიკვდილამდე შენ დაგიცავ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი