გაზაფხულმა შემოაღო კარი


ხეთა მწკრივში გაშრიალდა ქარი,
ვერხვის ტოტზე შეფრთხიალდა ჩიტი,
სადღაც ბოსლის აჭრიალდა კარი,
მოსწყდა ქვემოთ ჩამოვარდა კვირტი.

იტრიალა ქარბორბალამ ბევრი,
ფოთლებს უხვად დააფინა მტვერი,
გაიცრიცა და გათეთრდა ირგვლივ,
ბუნებასაც შეეცვალა ფერი.

აირია უცბად ყველაფერი,
თითქოს თოვლის ფანტელები ცვივა,
დადგა ახლა გაზაფხულის ჯერი,
როცა თბილა და აღარა ცივა.

გაზაფხულმა შემოაღო კარი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი