შემოდგომა შემოვიდა ქარით


შემოდგომა შემოვიდა ქარით,
ფანჯრებს მკვიდრად დააფინა მტვერი,
შუქი წავა ალბათ ისევ ღამით,
ამინდს უკვე შეეცვალა ფერი.

ატმის ტოტებს გააქვს ლაწალუწი,
კუნწულების ისმის ჩუმი მტვრევა,
ხეზე დარჩა ბევრი ატმის ყუნწი
ვერ გაუძლო ქარის შემოტევა.

დიდი ხანი ნავარდობდა ქარი,
ჩამოყარა ხიდან მკვახე ხილი,
იქით ბოსელს მოარყია კარი,
ვშფოთავ ღამით აღარა მაქვს ძილი.

ჩაწყნარდება ვიცი ყველაფერი
და ჩადგება ქარი ისევ მალე,
უკვე აღარ აბრაგუნებს ჭერი,
იქნებ მშვიდად გავათიო ღამე.

შემოდგომა შემოვიდა ქარით...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი