***


ის ტირიფი ახლაც იქ დგას,
ფესვებ გადაგრეხილი,
ხეებს შორის თავმომწონე,
ტოტებ გადატეხილი.

მზე თაკარა,მზე მცხუნვარე,
გვალვა თიბათვისაო,
ბავშვებს როგორ გვაგრილებდა,
ჩრდილი ტირიფისაო.

სიოს ნელი შარიშური,
ნანასავით გაისმის,
ივრის ტალღა მოჰქრის,მორბის,
არაფერი არ ისმის.

ეს ამბავი ბავშვობისა,
არის დიდი ხნისაო,
მაგონდება წარსული და
ჩრდილი ტირიფისაო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი