პირველი წვიმა გაზაფხულისა


დიდიხანია ველოდი წვიმას,
აი გამოჩნდა შავი ღრუბელი,
წვიმა მოვაო ამბობდა ბიჭი,
მეგობრის შვილი ჩემი უბნელი.

ფოთლებზე წვრილად დაეცა ნამი,
ჭექა-ქუხილმა გააპო ზეცა,
ჭადრების  მხარეს გაისმა ჩქამი,
წვიმის წვეთებმა დამალბო მეცა.

პირველი წვიმა გაზაფხულისა,
რა ცივი არის და რა საამო,
მართლაც მომგვრელი სიხარულისა,
გესალბუნება,როგორც მალამო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი