ჩვენი დროშაც აფრიალდეს


მე ვუმღერი საქართველოს,
მისი კარგი მიხარია,
საქმე უნდა გავაკეთოთ,
ერთი თავი გვაბარია.

ყველასა ვთხოვ შეიყვარეთ,
ჩვენი მთა და ჩვენი მდელო,
სამშობლოსთვის გავიხაროთ,
გავიტანოთ ყველგან ლელო.

მე არ მესმის ბრიყვი კაცის
სიმთვრალეში ,რომ ტრაბახობს,
გულში იცემს მჯიღს და ყვირის,
მაღლა ცაში დანავარდობს.

მაშ ვიბრძოლოთ მომავლისთვის,
მთა და ბარი ვახმიანოთ,
ნატოშიც და ევროპაშიც,
ჩვენი დროშა ვაფრიალოთ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი