ჩემი ვენახი


არეულ ფეხით მივდივარ ვენახს,
უნდა დავფარო გრძელი მანძილი,
ძალიან ვჩქარობ და არ ვისვენებ,
რომ შევისრულო გულის წადილი,

ვენახის რიგებს წყნარად ჩავუვლი,
მოვეფერები მსხმოიარ ვაზებს,
ხელით ვეხები დამკვრახულ ყურძენს,
მიხარია და სიცოცხლით მავსებს,

ასე ყოფილა დასაბამიდან,
შენ შეგერგება ღვინის ნაჟური,
კაცი მეძახის მეორე მხრიდან,
რომ დაამღეროს ტკბილად ფანდური,

უკან ვბრუნდები იმედით სავსე,
ვემშვიდობები დახუნძლულ ვაზებს,
რთვლის მოლოდინში სიხარულისგან,
თავს ვეღარ ვუბამ გაფანტულ აზრებს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი