დაგბედებოდეთ ნათელი დღენი


დიდი იმედით ვხვდებით ახალ წელს,
მინდა დაგლოცოთ მშობელო ხალხო,
წმინდად დავიცავ მე ადათ წესებს,
სხვაგან რომ შევრჩე,სხვაგან რომ მნახონ.

ახალმა წელმა გვიმრავლოს ერი,
იყოს ბარაქა,ბედნიერება,
დიდხანს იცოცხლეთ და არ გახუნდეს,
ჩემი სამშობლოს მშვენიერება.

გისურვებთ ყველას იყავით მედგრად,
მუდამ გავწიოთ ჭაპანი ჩვენი,
გვქონდეს ლამაზი,ლაღი ცხოვრება
და დაგვებედოს ნათელი დღენი.

მაშ გაგიმარჯოთ,ტკბილად დაბერდით,
აივსოს თქვენი ოჯახი ხვავით,
ვარ თქვენი მეკვლე,გეტყვით გაბედვით:
ღმერთმა მიცოცხლოს მე თქვენი თავი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი