შენთან ვარ გულით, ჩემი ფიქრებით


როგორ მიყვარხარ შენ რომ იცოდე,
მაგარამ შორსა ხარ ჩემგან ძალიან,
ნუ გამირბიხარ და შემიცოდე,
შენ ხარ მიზეზი შენი ბრალია.

შენზე ვლოცულობ დღისით თუ ღამით,
ნუთუ შენ ჩემთვის აღარ გცალია?
აბა დაფიქრდი სულ ერთი წამით,
შენი ალერსი,როგორ მაკლია.

ჩვენ ერთი გრძნობით ვართ გადაბმული,
შენსკენ ვისწრაფი ხელებგაწვდილი,
გრძელი გზები მაქვს შენსკენ ნავალი,
ვერ შევამოკლე მაინც მანძილი.

იმედი მაქვს რომ დამიბრუნდები,
შენგან მოვისმენ სიტყვებს მადლიანს,
მე ბედნიერი მაშინ ვიქნები,
ნუგეშს,რომ მომცემ დაღლილს,დარდიანს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი