შემოდგომა


რა კარგია შემოდგომა,
მისი ყვითლად ელვარება,
რომ შევყურებ ჩვენს ბუნებას,
ვერ ვიოკებ მღელვარებას.

აქეთ ვაზი დახუნძლულა,
იქით ვაშლი,ბროწეული,
ერთმანეთში გადაბმულა,
ხილი ტოტებ-მოწეული.

შორს გაისმის შეძახილი,
ხუმრობები გლეხი კაცის,
იქვე ცეცხლი დაუნთია
და შიშხინებს მწვადი ვაცის.

გაუმარჯოს შენს ბარაქას,
ჩემო ტკბილო მეგობარო,
დაგიდგები რთვლის თამადად,
შენი გული გავახარო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი