იალნოს მხრიდან უბერავს ქარი


იალნოს მხრიდან უბერავს ქარი,
მის კალთებს აწევს შავი ღრუბელი,
ძლიერ აცივდა,მოდის ზამთარი,
ავდგე ავანთო შეშის ღუმელი.

გადაჭიმულა ქვემოთ მიდამო,
ეს ჩემი სოფლის ხედები არის,
ჩავიცვა პალტო,თბილი პიჟამო,
მაგრად ჩავრაზო ოთახის კარი.

ქარს მოაქვს თოვლის ცივი ფანტელი,
თავს დამტრიალებს მძიმე ფიქრები,
ირგვლივ ტრიალებს კორიანტელი,
ფანჯრებს ეკვრება თეთრი ფიფქები.

გადაიფარა თოვლით კალთები,
გარეთ მოისმის ზუზუნი ქარის,
ამაღამ ალბათ მაგრად დავთვრები,
გამოსავალი მხოლოდ ეს არის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი