0 104

მახარობელი გაზაფხულისა


აპრილის თბილი დილა გათენდა,
ჩემს ფანჯარაში მზე შემოიჭრა,
ფარდულის უკან ჩიტი აფრინდა,
კამარა შეჰკრა,მაღლა აიჭრა.

თვალებს არ ვუჯერ,მერცხალი იყო,
ნარნარი ფრენით გარს მევლებოდა,
თითქოს მიცნობდა,მესალმებოდა
და თავის ბუდეს უბრუნდებოდა.

ახლოს დაიწყო ჩუმად ჟღურტული,
მისი ჭიკჭიკი მანებივრებდა,
ფრინავდა ჩიტი დარბაისლური
და თვალებს ნაზად აფახულებდა.
კომენტარები (0)