თბილისი


ნარიყალასკენ გამექცა თვალი,
მტკვრის აგორებულ ტალღებს ვერ ვხედავ,
ჩემს წინ ბილიკზე არბოდა ქალი,
მისკენ ერთხელაც არ გამიხედავს.

ციხეს შევყურებ და გული მიძგერს,
რომ მაგონდება წარსული შენი,
ქართველთა დედა ამაყად მიცქერს,
ვარ მისი შვილი და მისი გენი.

დაგლოცავ ჩემო დედაქალაქო,
ჩემო ლამაზო,ჩემო თბილისო
და შენს შემყურეს როგორ არ გაქო,
რომ ჩემი გული გავიხალისო.

მთაწმინდის აღმართს ავყვები ნელა,
ფიქრთა მორევში ვარ ჩაძირული,
შუქი მინათებს გზას,აღარ ბნელა,
მე წინაპრების მაქვს სიყვარული.

მთაწმინდის ღამე,მამადავითი,
ო,ტკბილ სიზმრებად მომაგონდება,
წმინდა საფლავებს გვერდს რომ ჩავუვლი,
თვალებზე ცრემლი ჩამოგორდება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი