ჩემი სოფელი


რა კარგი არის ჩემი სოფელი,
მისი ქუჩები, მისი უბნები,
აყვავებული მინდორ-ველები,
გავსილი მისი ხოდაბუნები.

სოფელში ვცხოვრობ და მიხარია,
მე ამას წრფელად შენ გეუბნები,
მე სიყვარული მისი მწყურია,
მის ყოველ მცხოვრებს ვეთაყვანები.

მდინარე ივრის მარჯვენა მხარეს,
ზღაპრულად მოჩანს ჩემი სოფელი,
მე მას ვადარებ გაბადრულ მთვარეს,
სიყვარული მაქვს განუყოფელი.

მისი სახელი სართიჭალაა,
ბევრის მომსწრე და ბევრის მნახველი,
ის ჩემი სუნთქვის დიდი ძალაა,
ამას გიყვებით გარეკახელი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი