0 160

მინდა გიხილო ისევ სიზმარში


შენმა ალერსმა დამათბო ისე,
მეგონა ცხადად გეფერებოდი,
აფსუს,სიზმარი ყოფილა თურმე
და შენს ხვევნაში ვერ ვჩერდებოდი.

რამდენი წამი გაგრძელდა ნეტავ?
ჩვენი ალერსი და ნეტარება,
შენს ლამაზ თვალებს მე ისევ ვხედავ,
ის მოჩვენება კვლავ მენატრება.

მინდა ვიხილო ისევ სიზმარი,
ო,როგორ მინდა კვლავ მომეჩვენო,
რომ გამთლიანდეს ჩვენს შორის ბზარი,
ვიყოთ ერთად და სულ მოგეფერო.

ვეღარ ვიოკებ იმ მღელვარებას,
რაც განვიცადე შენი ნახვისას,
არ მავიწყდება ის სილუეტი
და გაელვება ჭრელი კაბისა.
კომენტარები (0)