მორჩა,მეტს აღარ დაგელოდები


ჩვენი შეხვედრის ბოლო დღე იყო,
უცბად გამცილდი ფერდაკარგული,
ვერ შეგაჩერე,ძალა არ მეყო,
ვიდექი წყნარად და სულშეძრული.

დამტოვე მარტო სევდის ამარა,
მყის მომაგონდა შენი ღიმილი,
ვეღარ შევძელი ცრემლის დამალვა,
გულმა შეიგრძნო დიდი ტკივილი.

იმედი არ მაქვს არ დაბრუნდები,
იცოდეს ყველამ შენი ბრალია,
მორჩა,მეტს აღარ დაგელოდები,
ვიცი შენ ჩემთვის აღარ გცალია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი