მორბიხარ ჩვენსკენ ფაფარაყრილი


ბორბალოს მთიდან იჭრები ქვემოთ
და მოაგორებ აზვირთულ ტალღებს,
ვერ დაბრუნდები შენ უკვე ზემოთ,
ისე ეშვები სისწრაფით თავქვე.

სიონთან დიდხანს წაიბორძიკებ,
ძალას მოიკრებ წამოხვალ ისევ
და პალდოსთანაც ხომ შეისვენებ?
წინ დამქანცველი მანძილი გიდევს.

ჩამოუქროლებ უჯარმის ციხეს,
ხევიდან ისმის შენი გრიალი,
მე ვეღარ ვხედავ ნაპირის კიდეს,
შორიდან ჩნდება მკრთალი ციალი.

მორბიხარ ჩვენსკენ ფაფარაყრილი,
ხან ნელად მსვლელი და დაწყვეტილი,
ზანტად იღვრები ველად გაშლილი,
მაინც კარგი ხარ,სულ დაწკრეტილი.

ალბათ მიმიხვდით იორზე ვყვები,
ის არის ჩვენი მაცოცხლებელი,
მისი წყალია ჩვენი მოსავლის
ბარაქისა და ხვავის მთესველი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი