რვეული


ჩუმად მოვედი შენთან ოთახში,
გთხოვე მოგეცა ჩემი რვეული,
ხელი მიბიძგე,ჩადექი კარში
და დამიძახე გადარეული.

კარი ჩარაზე დიდხანს გელოდი,
აღმოვჩნდი კაცი გზააბნეული,
გამაგებინე მე რას გერჩოდი?
რატომ დამტოვე ხელჩაქნეული.

არც მიფიქრია და ბოლოს მივხვდი,
რისთვის ხარ ჩემზე გაბრაზებული,
მე შენზე ლექსებს,მოთხრობებს ვწერდი,
მე ასე მქონდა გააზრებული.

მეც შემიბრალე,გული მეტკინა,
იქნებ შევცდი და იყავ მართალი?
მე მთელი ღამე არ დამეძინა,
მახსენდებოდა შენი ნათქვამი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი