ჩვენი მხარე სანაქებო


ამ სასმისით წრფელი გულით,
მინდა შევსვა სადღეგრძელო,
მე ვამაყობ იმ წარსულით,
შენ რომ განვლე საქართველო.

ჩემო კარგო ლეჩხუმელო,
გურულო და აჭარელო,
სვანელო თუ ქიზიყელო,
რაჭველო და იმერელო,
ქართლელო თუ ჰერეთელო,
მეგრელებო კახელებო,
ფშავლებო და ხევსურებო.

ყველას ერთად ვერ ჩამოვთვლი,
მაპატიეთ მეგობრებო,
ყველა მიყვარს,ყველას უყვარს,
ჩვენი მხარე სანაქებო.

მრავალჯერ შენ გადღეგრძელებ,
ჩემო ტურფავ სანატრელო,
დაილოცოს შენი მიწა,
მშობლიურო საქართველო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი