შენ იყავ ჩემი ერთადერთი დასაფიცარი


შენ სიყვარულის უეცარი აფეთქება ხარ,
მე შენთან ახლოს სითბოსა ვგრძნობ და ეს მაცოცხლებს
და რომ შენ შეგხვდი,გაგიცანი ბედნიერი ვარ,
მე როცა მძინავს,სიზმარშიაც შენზე მაბოდებს.

ეჰ,რა იქნება ჩემსკენ ერთხელ გამოიხედო?
მეტეორივით გაიელვო და შემომხედო,
მომავალ რწმენით გზაზე დინჯად მივღიღინებდი,
მე მქონდა შენი დაბრუნების დიდი იმედი.

შენ თვითონ წადი,გამექეცი,უხმოდ დამტოვე,
ყველა გაიგებს და არავინ მისაყვედურებს,
შემომრჩა დარდი დიდი სევდა და სიმარტოვე
და ამ ჩემს სულში სრული სიჩუმე დაისადგურებს.

ეს ყველამ იცის მე შენ მიყვარდი,
სითბო,ალერსი არ მოგკლებია,
ისე წახვედი,ისე მომცილდი,
შენთვის თვალიც კი არ შემივლია.

სულ გაილია მოლოდინის გრძელი ბაწარი,
აღარ მაქვს შანსი მონატრების,შენთან შეხვედრის,
შენ იყავ ჩემი ერთადერთი დასაფიცარი,
დრო აღარ მრჩება,თხოვნისა და ხვეწნა-ვედრების.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი