0 134

სამშობლოს წარსული


ო,როგორ მინდა შენ გიხილო მთლიანი ერთი
და მოვიგონო ის წარსული,რაც ადრე იყო,
შენა ხარ ჩემი ერთადერთი ხატი და ღმერთი,
ჩემო მამულო ძაან მიყვარხარ სადაც რომ ვიყო.

რა ლამაზია შენი მხარე,შენი მიდამო,
ედემის ბაღო,გადაშლილო ზურმუხტ-ლალითა,
ჩემო ქვეყანავ,შენ სიყვარულში მინდა ვიწამო
და შემოგცქერი მხიარული მზირალ თვალითა.

მე თვალწინ მიდგას თავგანწირვა ჩემი წინაპრის,
ვხედავ დავითის,ცოტნეს,თამარის შეუმშრალ ცრემლებს,
დიდ ნეტარებით მოვიგონებ სახემბრწყინავი,
ჩემი მიწის და ჩემი ხალხის გადამრჩენელებს.

და ჩაიქროლებს უძლეველი მხედართმთავარი,
დიდი გიორგი სააკაძე ხალხის ერთგული,
ბობოლების და გამყიდველების გულშემზარავი,
მაგრამ ტანჯული სამშობლოსთვის თავგანწირული.

მე წინაპრების დიდი სითბო შემომრჩენია
და მახსენდება ისტორია მძიმე ფიქრებით,
ამ ცხოვრებაში არაფერი არ დამრჩენია,
მათ მოვიგონებ,მათი ერთგული მუდამ ვიქნები.
კომენტარები (0)