გულში ჩაგეხუტები


ვარ ობოლი ერთი ბიჭი,
შენზე გადარეული,
მე ვარ შენი ფეხის მტვერი,
შენზე შეყვარებული.

რაც დამტოვე და წახვედი,
დავრჩი მარტო,ეული,
შენთან ახლოს მინდა კარგო,
მთელი ჩემი სხეულით.

შორს ისმოდა შენი ნაზი,
კისკისი და წკრიალი,
გული ხარობს სული ჩემი,
გახდა ნაპერწკლიანი.

რად დამტოვე და წახვედი 
ნუთუ არ გებრალები?
შენ ხელსა მკრავ,უარს ამბობ,
მე კი გეთაყვანები.

დრო არ ითმენს გელოდები,
ორივ ხელებგაშლილი,
იმედი სულ დამიკარგე,
გავხდი,გიჟი შეშლილი,

წუთს არ ვკარგავ შენზე ფიქრში,
ნუღარ გამებუტები,
ხელს შემოგხვევ მოფერებით,
გულში ჩაგეხუტები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი